ერთისმხრივ, ინდივიდუალური მეწარმე თამთა ირიაული ( პ/ნ 05001012514 ) შემდგომში ნახსენები, როგორც მოვაჭრე ან მერჩანტი და მეორესმხრივ, ნებისმიერი მომხმარებელი, შემდგომში ნახსენები, როგორც მომხმარებელი, თანხმდებიან, რომ გაითვალისწინებენ წინამდებარე ხელშეკრულების წესებსა და პირობებს :
1. ტერმინთა განმარტება
ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. გასაყიდი ფასი − საქონლის ან მომსახურების ერთეულის ან განსაზღვრული რაოდენობის საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით;
1.2. დისტანციური ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო;
1.3. მოვაჭრე − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით;
1.4. მომხმარებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად;
1.5. სარეწი − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
1.6. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება − ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრისგან სარეწის გარეთ, მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკური თანაყოფობისას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა;
1.7. საქონელი − ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე;
2. ინფორმაცია საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ
2.1. მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.
2.2. ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ:
ა) საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;
ბ) საქონელი საჯარო აუქციონზე იყიდება;
გ) გასაყიდად წარდგენილია ხელოვნების ნიმუში ან ანტიკვარული ნივთი.
2.3. იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ აიწონება ან აიზომება, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება.
3. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები
3.1. მოვაჭრეს ეკრძალება, საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებისთვის მომხმარებელს იმაზე მეტი საფასური გადაახდევინოს, ვიდრე თვითონ იხდის.
3.2. თუ მოვაჭრემ საკონტაქტოდ ტელეფონის ნომერი მიუთითა, მან მომხმარებელს ამ ტელეფონის ნომრით მასთან დასაკავშირებლად კომუნიკაციისთვის დადგენილ ტარიფზე მეტი არ უნდა გადაახდევინოს. აღნიშნული პირობა არ გამორიცხავს სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამწევის უფლებას, ასეთი მომსახურების გაწევისთვის საფასური დააწესოს.
3.3. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მომხმარებლისგან მიიღო მკაფიოდ გამოხატული თანხმობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი ფასის გარდა, დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე. თუ მოვაჭრეს მომხმარებლისგან მკაფიოდ გამოხატული თანხმობა არ მიუღია, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებით გადახდილი თანხის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მას დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე უარი არ უთქვამს (ნაგულისხმები პარამეტრები არ უარუყვია).
4. დისტანციური ხელშეკრულება და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება
4.1. თუ დისტანციური ხელშეკრულება ელექტრონული საშუალების გამოყენებით იდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელს საქონლის ან მომსახურების შეკვეთისას ერთმნიშვნელოვნად ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ შეკვეთის განთავსება მომხმარებლისთვის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს. თუ მოვაჭრემ ამ პირობის შესრულება არ უზრუნველყო, მომხმარებელს გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.
4.2. დისტანციური ხელშეკრულების ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მიაწოდოს საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, გადასახადების ჩათვლით, ხოლო თუ აღნიშნული ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − მისი გამოთვლის წესის თაობაზე; არსებობის შემთხვევაში − ყველა დამატებითი ხარჯის შესახებ, მიწოდების, გადაზიდვისა და საფოსტო ხარჯების ჩათვლით, ხოლო თუ ასეთი ხარჯების წინასწარ გაანგარიშება შეუძლებელია − ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები იყოს გასაწევი. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების ან საქონლის ან მომსახურების გამოწერით მიღების ხელშეკრულების შემთხვევაში ფასი გულისხმობს სრულ ფასს გადახდის თითოეული პერიოდისთვის. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული გადასახადი, სრული ფასი უნდა აღნიშნავდეს ყოველთვიურ სრულ გადასახადს. თუ სრული გადასახადის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია, მიწოდებული უნდა იქნეს მისი გამოთვლის წესი;
5. მომსახურების ღირებულების გადახდის პირობები
5.1. გადახდა ხდება მომსახურების მიღებამდე, წინასწარ, შეკვეთის გაფორმებისას.
5.2. გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მოვაჭრის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
5.3. გადახდა ამ ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მიზნებისთვის მოიცავს როგორც პროდუქციის ღირებულებას, ისე მთლიანი მომსახურების ხარჯებს.
5.4. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, საქონელი/პროდუქცია/ნებისმიერი მომსახურება მომხმარებელს გადაეცემა/გაეწევა მხოლოდ გადახდის განხორციელების შემდგომ.
6. სხვა დებულებები
6.1. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს თავისი პერსონალური მონაცემების მოვაჭრის მიერ დამუშავებაზე იმ მოცულობით, რაც საჭიროა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის.
6.2. მომხმარებლის მიერ მოვაჭრისათის მიწოდებული საბანკო ანგარიშისა თუ საკუთარი სხვა ნებისმიერი პერსონალური მონაცემების სისწორეზე პასუხისგებელია მომხმარებელი.
6.3. გადახდის გაუქმება/უკან დაბრუნება, პროდუქციის უკან დაბრუნება და სხვა მოწესრიგებულია მოვაჭრის მიერ შექმნილი სპეციალური პოლიტიკით, რომელიც თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
6.4. ის, რაც არ არის დარეგულირებული ამ ხელშეკრულებით, მოწესრიგებულია მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით.
6.5. წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოწერილია ქართულ და ინგლისურ ენებზე, 2 (ორი) ეგზემპლარად.
6.6. ორივე ეგზემპარეზე არსებული შინაარსი არის იდენტური, ყველა ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
6.7. ქართულ და ინგლისურ ტექსტებს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ქართურ ტექსტს.