გადარიცხვის გაუქმების და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ერთისმხრივ, ინდივიდუალური მეწარმე თამთა ირიაული ( პ/ნ 05001012514 ) შემდგომში ნახსენები, როგორც მოვაჭრე ან მერჩანტი და მეორესმხრივ, ნებისმიერი მომხმარებელი, შემდგომში ნახსენები, როგორც მომხმარებელი, თანხმდებიან, რომ გაითვალისწინებენ წინამდებარე ხელშეკრულების წესებსა და პირობებს :

1. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1.1. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის):

ა) კანონისმიერი გარანტიის შესახებ, არსებობის შემთხვევაში − კომერციული გარანტიის თაობაზე, აგრეთვე მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ;

ბ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ხოლო თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად გრძელდება − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების თაობაზე;

გ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ.

დ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების, ვადისა და წესის შესახებ, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმა შესაძლებელია, აგრეთვე ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესავსები ფორმა;

1.2. ამ მუხლის 1.1.  პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეების მიერ აშკარად გამოხატული თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

1.3. ამ მუხლის და მთლიანად ხელშეკრულების მიზნებისთვის, კომერციული გარანტია გულისხმობს მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ, ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებებს, რომლებიც ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს.

2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა და თანხის დაბრუნება

2.1. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის  განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:

ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;

ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

2.2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ მოვაჭრემ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.

2.3. მომხმარებლის მიერ ზემოაღნიშნულ ვადაში დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

2.4. იმისათვის, რომ განხორციელდეს საქონლის უკან დაბრუნება და შესაბამისად, თანხის ანაზღაურება მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს ქვითარი ან შეძენის დამადასტურებელი მოვაჭრის მიერ განსაზღვრული სხვა მტკიცებულება.

2.5. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ გაგზავნილი შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, მოვაჭრემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების ან თანხის დაუბრუნებლობის შესახებ, რომელიც იმავე გზით უნდა აცნობოს მომხმარებელს, რა გზითაც მან შეტყობინება მიიღო.

2.6. წინამდებარე ხელშეკრულების 2.5. მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხის დაბრუნება მოხდება მომხმარებლის მიერ მიწოდებულ საბანკო ანგარიშზე, რომლის სისწორეზეც თავად მომხმარებელი არის პასუხისმგებელი.

2.7. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, თანხის მომხმარებლის ანგარიშზე ასახვა საჭიროებს დროს, თუმცა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

2.8 მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თანხის დაბრუნება მოხდება მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში და თანხა გადმოირიცხება იგივე ბარათზე, რომელი ბარათიდანაც შესრულდა ყიდვის ოპერაცია.

3. ხელშეკრულების უარის თქმასთან და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული გამონაკლისი შემთხვევები

3.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;

გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

ე) მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;

თ) მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;

ი) მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;

კ) ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო;

ლ) ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;

მ) მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

ნ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს.

3.2. არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც თანხის მხოლოდ ნაწილობრივი დაბრუნება ხდება:

ა) ნივთს ეტყობა გამოყენების აშკარა ნიშნები;

ბ) ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის თავდაპირველ მდგომარეობაში, არის დაზიანებული ან დაკარგული აქვს ნაწილები, არა ჩვენი შეცდომის გამო.

4. სხვა დებულებები

4.1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის და თანხის დაბრუნების შემთხვევები ასევე დამოკიდებულია მოვაჭრის მიერ განსაზღვრულ კომერციულ გარანტიაზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც მომხმარებელს შეკვეთის გაფორმებამდე მიეწოდება.

4.2. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს თავისი პერსონალური მონაცემების მოვაჭრის მიერ დამუშავებაზე იმ მოცულობით, რაც საჭიროა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის.

4.3. ის, რაც არ არის დარეგულირებული ამ ხელშეკრულებით, მოწესრიგებულია მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით.

5. მხარეთა ხელმოწერები

5.1. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ გაეცნენ ხელშეკრულების შინაარს, არ აქვთ პრეტენზია არც ერთი მუხლის შინაარსთან მიმართებით და მზად არიან თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად.